Загрузка...

Загрузка...

თამაზ მეჭიაური: ხალხი იმიტომ მლოცავს, რომ რესპუბლიკელები მლანძღავენ

  • 6
  • 2 Years Ago
“ხალხი იმიტომ მლოცავს, რომ "რესპუბლიკელები" მლანძღავენ”, - ამ განცხადების ავტორი მმართველი კოალიციის წარმომადგენელი თამაზ მეჭიაურია. მას შემდეგ, რაც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვეტოს უფლების გამოყენების გამო პრეზიდენტის საქსოვი ჩხირები და "სოროსელობა" გაუხსენა, "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებისაგან მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. დღეს თამაზ მეჭიაური აცხადებს,რომ საბოდიშო არაფერი უთქვამს, პირიქით, ბოდიში იქით უნდა მოუხადონ და ვინც მას ამ განცხადების გამო პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენა, პასუხს პირადად გასცემს. მეჭიაურის თქმით, "რესპუბლიკელებში" არის ჯგუფი, რომელიც კოალიციის სხვა წევრებს მედიდურად უყურებს. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს დღესვე უპასუხეს "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებმა. დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთა ასევე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

Загрузка...

Playlists (All Playlist Videos)

Загрузка...

Comments

Загрузка...