გუბერნიის შენობის გვერდით კვების ობიექტის აშენება ნაციონალური მოძრაობის წევრმა...

  • 205
  • 2 Years Ago
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 5 263 კვ. მ მიწის ნაკვეთიოდან 1 860 კვ. მ. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და სახელმწიფოსთვის გადაცემის საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხმაური მოჰყვა. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ტერიტორიამ, სადაც მაკდონალდსი უნდა აშენდეს. გუბერნიის შენობის გვერდით კვების ობიექტის აშენება ნაციონალური მოძრაობის წევრმა დეპუტატებმა და „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ დეპუტატმა გააპროტესტეს. ანი წითლიძის გაცხადებით, ტერიტორიის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემით და იქ მაკდონალდსის აშენებით უშუალოდ გუბერნატორია დაინტერესებული.საკითხს მხარი არ დაუჭირა „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ წევრმა თენგიზ ხარჩილავამ, რომლისთვისაც გუბერნიის გვერდით მაკდონალდსის აშენება მიუღებელია.. დეპუტატი გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებს აკისრებს. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის აზრით წარმატებნული ბრენდის შემოსვლა ქალაქში მისასალმებელია და პროექტი მოწონებას იმსახურებს.რაც შეეხება გუბერნატორის მისამართით ანი წითლიძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს და კითხვებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მასზე პასუხის გაცემა არ ისურვა და კომენტარზე უარი განაცხადა.

Playlists (All Playlist Videos)

Comments