Загрузка...
Загрузка...
პირველი ნაწილი /2030 (28.12.2016.)/
- 8
- 1 Year Ago
✔პარლამენტი საგარეო კურსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების საკითხს განიხილავს! რა მიმართულებებს მოიცავს რეზოლუცია და როგორ აისახა 12-პუნქტიან დოკუმენტში ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი?! მიიღებს თუ არა ინიციატივა პარლამენტის მხარდაჭერას და როგორ აისახება ქვეყანაზე ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება?! თემის დეტალებითა და შეფასებებით - თორნიკე ხურციძე ქუთაისიდან.
✔საგარეო საქმეთა მინისტრის წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია -კითხვები, პასუხები და მთავარი აქცენტები 2030-ში! როგორი იყო
ქვეყნის მთავარი დიპლომატის გზავნილები?! რა ნაბიჯები გადადგა საქართველომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და როგორია ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა?! - ანა ბროლაძე დეტალებით.
✔დედაქალაქის მერიის გეგმები და პრიორიტეტები 2017 წელს - განსახორციელებელი პროგრამები, დაგეგმილი პროექტები და შეფასებები! ქალაქის კეთილმოწყობითი სამუშაოები, გამწვანება, გზები, ესტაკადები, მშენებლობები და ეკოტრანსპორტი! სად რა ინფრასტრუქტურა მოეწყობა ქალაქის მასშტაბით და როდის გამოჩნდება თბილისის ქუჩებში ელექტრომობილები?! - რეზი ხუციშვილი გიამბობთ.
✔რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სკანდალური განცხადება და ბრალდება აშშ-ს! რა ბრალდებას უყენებს ნატო-ს წევრი ქვეყანა თავის მთავარ პარტნიორს და რა მტკიცებულებების არსებობაზე საუბრობს რეჯეპ ტაიპ ერდოღანი?! როგორია საერთაშორისო კოალიციის მისამართით თურქეთის გზავნილები და როგორ ეხმაურება სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალური ანკარას განცხადებებს?! - ნახეთ ქეთი ჩოხელის რეპორტაჟში.
Загрузка...
Playlists (All Playlist Videos)
Загрузка...
Comments