მიწაწართმეული გონიოელები

  • 1
  • 1 Year Ago
პროტესტი აჭარაში. გონიოს მოსახლეობა კუთვნილ მიწებს ვერ იკანონებს. საქმე 271 მოქალაქის ტერიტორიებს ეხება, რომლებიც მათ წინა ხელისუფლებამ საკუთრებაში გადასცა, თუმცა 2010 წელს ისევ ჩამოართვა. მოსახლეობა ეჭვობს, რომ აღნიშნული ნაკვეთების უცხოელებზე გასხვისებაა დაგეგმილი. ადგილობრივი საკრებულო მოსახლეობას პირდება, რომ მათთვის მიწების ხელახლა გადაცემის საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავს, თუმცა პროტესტის მონაწილეები დაპირებას არ ენდობიან და საკუთრებაში გადაცემამდე, მიწის ნაკვეთებზე მორიგეობის დაწესებით იმუქრებიან.

Comments