Загрузка...

Загрузка...

ბრალდება " ქართული ოცნების" მისამართით

  • 0
  • 2 Years Ago
არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორის მიერ ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შპს–მ „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან სესხის სახით, ჯამში 750 ათასი ამერიკული დოლარი აიღო და ივნისის თვეში პარტია ქართულ ოცნებას, შემოწირულობის სახით, 120 ათასი ლარი ჩაურიცხა. იგივე თანხა შესწირა ქართულ ოცნებას კახური ტრადიციული მეღვინეობის შვილობილმა კომპანიამ „როიალ ასკანამაც“. არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორი“ კიდევ ერთ კომპანიას, „შპს მარანულს“ ასახელებს, რომელიც ბაზარზე 2012 წელს, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, „შპს მარანულს“, აგროკრედიტის სახით, მიღებული აქვს 180 ათასი ამერიკული დოლარი. კომპანიის ხელმძღვანელებმა, გიორგი კილაძემ და მიხეილ ჯაფარიძემ, რომლებიც 33 - 33 პროცენტიანი წილის მფლობელები არიან, „ქართულ ოცნებას“, შემოწირულობის სახით, ჯამში 100 ათასი ლარი ჩაურიცხეს.

Загрузка...

Загрузка...

Comments

Загрузка...