საკრებულოს წევრის გულიკო ზუმბაძის ბრიფინგი

  • 11
  • 11 Months Ago
27 ივნისი, 2016 თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი დაახლოებით 25 ეკლესია ვერ სარგებლობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამებით. ამ პრობლემის წინაშე დგას სამგორის რაიონის სოფელ ნასაგურში მოქმედი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარიც. ვინაიდან მიწის ნაკვეთი არ ირიცხება საპატრიარქოს საკუთრებაში, ეკლესიის ტერიტორიაზე, ვერ შეყავთ ელექტოენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი. „მიგვაჩნია, რომ შესაბამისმა უწყებებმა, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე უმოკლეს ვადებში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და უზრუნველყონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემას, რათა ამ ნაკვეთებზე მდებარე ეკლესიებმა შეძლონ სრულფასოვანი ფუნქციონირება“, - განაცხადა საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ. საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისია ამ საკითხს ხვალ, 28 ივნისს განიხილავს.

Playlists (All Playlist Videos)

Comments