Загрузка...

Загрузка...

CRRC ახალ საარჩევნო უბნებზე

  • 8
  • 2 Years Ago
ერთი ადამიანი, – ერთი ხმა. ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია სი არ არ ესის მონაცემებით, არჩევნების ამ უმთავრეს პრინციპს ახალი საარჩევნო უნები სრულად პასუხობს. ორგანიზაცია შეეცადა დაედგინა, თუ რა გავლენა ექნება საარჩევნო ოლქების ახალ დაყოფას 2016 წლის არჩევნების შედეგებზე. კვლევამ დადებითთან ერთად, უარყოფითი მხარეებიც გამოკვეთა. მკვლევარ დავით სიჭინავას დასკვნებით, ახალი საარჩევნო საზღვრების გადანაწილება შესაძლოა, ხანმოკლე პოლიტიკური მიზნებით იყოს განპირობებული. მისი გამოთვლით, 2012 წლის არჩევნები ახალი გადანაწილებით რომ ჩატარებულიყო, ქართული ოცნება პარლამენტში 10 მაჟორიტარი დეპუტატით მეტს გაიყვანდა. ასევე, დასკვნის მიხედვით, ახალმა საზღვრებმა შესაძლოა პარლამენტში ეთნიკური უმცირესობების რაოდენობა შეამციროს. ამის გამოსწორება კი, კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, მათი პროპორციულ სიაში შეყვანითაა შესაძლებელი.

Загрузка...

Загрузка...

Comments

Загрузка...