Загрузка...

Загрузка...

ნინი ბადურაშვილი გათხოვდა

  • 16
  • 5 Years Ago
ნინი ბადურაშვილი გათხოვდა Official Site - http://www.musicbox.ge/ Facebook - https://www.facebook.com/pages/MusicBox-Tv/207475292623306?sk=wall Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge მისის ბადურაშვილი კუტალაძე. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. უბრალოდ ნინი ბადურაშვილი გათხოვდა. ქართველი ლამაზმანი, რომლის პირადი ცხოვრების შესახებ მითქმა-მოთქმა ბოლო წლების განმავლობაში უაზრო ჭორების კორიანტელს დაემსგავსა, მოსკოველ საქმროზე - ირაკლი კუტალაძეზე გათხოვდა. მართალია წყვილი უკვე ნიშნობის შემდეგ მოსკოვში ერთად გაემგზავრა, მაგრამ დიდი ქორწილის გადასახდელად თბილისში დაბრუნდნენ და ამ დღეებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საჭორაო თემა სწორედ შერატონ მეტეხი პალასში ნინის გრანდიოზული ქორწილი იქნება. თავიდან მეჯვარეებად თაკო გაჩეჩილაძე, ქეთა თოფურია და სალომე გოგიაშვილი მოისაზრებოდნენ, თუმცა ჯერ-ჯერობით გავრცელებულ ფოტოებში მხოლოდ სექსუალურ წითელ კაბაში გამოწყობილ ქეთა თოფურიას მივაგენით, რომელიც თბილისში სწორედ ნინის ქორწილისთვის ჩამოვიდა. სოციალურ ქსელში იმასაც მოვკარით თვალი, რომ საღამო აჩი ფურცელაძეს რუსულ და ქართულ ენებზე მიჰყავდა, მოკლედ ნინის დანაპირები "გრანდიოზული" ქორწილი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით შედგა. ამიერიდან ქართველი მომღერალი მოსკოველი ბიზნესმენის - ირაკლი კუტალაძის ოფიციალური მეუღლეა. წყვილი საცხოვრებლად რუსეთში წასვლას გეგმავს.

Загрузка...

Playlists (All Playlist Videos)

Загрузка...

Comments

Загрузка...