Загрузка...

Загрузка...

თამაზ მეჭიაურის ახალი პარტია და პოლიტიკური გეგმები

  • 3
  • 2 Years Ago
„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, - ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ გაერთიოანებას, რომელიც 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატებისთვის იბრძოლებს. „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა საკუთარი პოლიტიკური პარტიის მომავალი წევრები წარადგინა. კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის დამფუძნებელი დავით ფაცაცია და მოკლული ამირან რობაქიძის დედა ია მეტრეველი პარტიის წევრები ხდებიან. წევრობის შეთავაზებას იღებს ბიზნესმენი ლევან ვასაძესაც. მეჭიაური უახლოეს მომავალში პარტიის ყრილობის ჩატარებას გეგმავს. მთავარ ამოცანად კი საქართევლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ასახელებს. საგარეო მიმართულებით დეპუტატი თანამშრომლობას არცერთ სახელწიფოსთან არ გამორცხავს, მათ შორის არც რუსეთთან.

Загрузка...

Playlists (All Playlist Videos)

Загрузка...

Comments

Загрузка...