Загрузка...

Загрузка...

სრულად /2030 (29.12.2016.)/

  • 6
  • 1 Year Ago
✔მთავრობის ბოლო სხდომა 2016 წელს, საქმიანობის შეჯამება და პრემიერის მთავარი გზავნილები - საგარეო მიმართულებით მიღწეული შედეგები, ეკონომიკური პროგრამები, ჯანდაცვის რეფორმა, კულტურა, განათლება და სპორტი! როგორი იყო ქვეყნისთვის განვლილი 2016 წელი?! როგორია მთავრობის გეგმები და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ 2017-ში?! - თამარ წიკლაური დეტალებით. ✔პროკურატურის ბრალდება ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატებს! რა მიზეზით ხდებოდა კუდ-ის ყოფილი თანამშრომლების სასამართლო სხდომების გადადება?! რა ეტაპზეა საქმის განხილვა და სასამართლო პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებით, ცდილობენ თუ არა ადვოკატები ბრალდებულების წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას?! თემის დეტალები და მხარეთა პოზიციები - გიორგი კობერიძის რეპორტაჟში. ✔ბათუმის განახლებული ბოტანიკური ბაღი და ვიზიტორთა რეკორდული მაჩვენებელი! რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა ბოტანიკურ ბაღში ფონდ “ქართუს” დახმარებით?! რა სახეობები შეემატა უნიკალურ მცენარეებს და როგორია 2017 წლის გეგმები?! ბათუმური სამოთხის ბაღი, ადმინისტრაციის შეფასებები და ტურისტთა შთაბეჭდილებები - ნახეთ მაკა ლაშხიას რეპორტაჟში. ✔რატომ გახდა საგარეო კურსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების აუციელბლობა? ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით, როგორია ოფიციალური თბილისის მოლოდინი და არსებული რეალობის გათვალისწინებით, რა პერსპექტივა აქვს რუსეთთან ურთიერთობას? რა შედეგზეა გათვლილი უწყებებში მიმდინარე ოპტიმიზაცია და უახლოეს პერიოდში, მოუსმენს თუ არა პარლამენტი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს? რა ცვლილებები განხორციელდება კონსტიტუციაში და მმართველობის როგორი მოდელი მიიღებს უმრავლესობის მხარდაჭერას? როგორი იქნება 2017 წელი და რა საფუძველი აქვს ხელისუფლების ოპტიმიზმს? - 2030-ის შეკითხვებს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უპასუხებს. ✔ლაპლანდია - ნახეთ ნინუცა კახნიაურის საავტორო რეპორტაჟი დღეს 2030-ში.

Загрузка...

Playlists (All Playlist Videos)

Загрузка...

Comments

Загрузка...