საპროტესტო აქცია ჩაქვში „დრიმლენდ ოაზისის“ წინააღმდეგ

  • 0
  • 9 Months Ago
აქცია „დრიმლენდ ოაზისის“ წინააღმდეგ - დაბა ჩაქვში მცხოვრები მოქალაქეები სანაპირო ზოლზე კერძო კომპანიის მიერ გალავნის აშენებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება და დასვენება ეკრძალებათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ შეზღუდვები უარყოფითად აისახება ტურისტულ სეზონზე, რის გამოც, დამსვენებელს დაკარგავენ. შესაბამისად, ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ. საპროტესტო აქციაზე დღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები მივიდნენ. ოპოზიციის დეპუტატების აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სამუშაოები უკანონოდ მიმდინარეობს, ვინაიდან ქობულეთის საკრებულომ სასტუმრო „ოაზისის“ მიმდებარედ 4000 კვადრატული მეტრის ნაკვეთის აჭარის მთავრობისთვის გადაცემის საკითხზე ხვალინდელ სხდომაზე უნდა იმსჯელოს. მთავრობა კი საინვესტიციო ვალდებულებით, ტერიტორიის 20-წლიანი იჯარით „დრიმლენდ ოაზისისთვის“ გადაცემას გეგმავს. სასტუმრო „ოაზისის“ მენეჯერი უარყოფს, რომ სამუშაოები უკანონოა და აცხადებს, რომ სანაპირო ზოლზე გადაადგილება არ იზღუდება. რაც შეეხება დაგეგმილ პროექტს, ზურა ახალაიას ინფორმაციით, იგეგმება ნახევარმილიონიანი ინვესტიციის განხორციელება.

Playlists (All Playlist Videos)

Comments