მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხი - ხმაურიანი სხდომა ქობულეთის საკრებულოში

  • 3
  • 1 Year Ago
ხმაური იყო ქობულეთის საკრებულოში. აჭარის მთავრობისთვის არასასოფლო დანიშნულების ნაკვეთების გადაცემის საკითხის განხილვა გადაიდო. აჭარის მთავრობას მიწის ნაკვეთები „დრიმლენდ ოაზისისთვის“ 20-წლიანი იჯარით უნდა გადაეცა. ახლა კი აჭარის მთავრობას მიმართვა უკან უბრუნდება. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, „დრიმლენდ ოაზისის“ მენეჯმენტსა და ადგილობრივებს შორის მოლაპარაკება უნდა შედგეს. მხოლოდ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში გავა საკითხი საკრებულოს სხდომაზე. სხდომას დაბა ჩაქვის მოსახლეობაც ესწრებოდა, რომელიც სასტუმროს მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. როგორც საკრებულოს დეპუტატებმა განმარტეს, მიმდინარე სამუშაოებს კომისია შეისწავლის და არ არის გამორიცხული, კომპანია დაჯარიმდეს.

Playlists (All Playlist Videos)

Comments