Загрузка...

Загрузка...

ცესკოს განცხადება

  • 23
  • 2 Years Ago
ცენტრალური საარჩევნო კომისია პირობას დებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის მაღალი პროფესიული სტანდარტებით წარმართვას უზრუნველყოფს. როგორც თამარ ჟვანიას უწყებაში ამბობენ, მნიშვნელოვანია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა უზრუნველყონ, რათა უფლებამოსილ პირებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, შეუფერხებლად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებსა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს; ცესკო საოლქო კომისიებს მოუწოდებს, არ დაუშვან რომელიმე პოლიტიკური მხარის მონაწილეობა და ჩარევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ცენტრალური საარჩევნო კომისია სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც მიმართავს და წინასაარჩევნოდ მათ როლზე ამახვილებს ყურადღებას. შეგახსენებთ, რომ გუშინ თავისუფალი დემოკრატების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, „საოლქო საარჩევნო კომისიები პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბების დანამატად და ნოტარიალურ კანტორად არიან გადაქცეული“.

Загрузка...

Загрузка...

Comments

Загрузка...